civil.ge
პროკურატურამ შაქარაშვილის „გარდაცვალების ფაქტზე“ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 10 ივლისს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით“. პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის ცხედარზე თავისა და სახის, აგრეთვე მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, ასევე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში „სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი …