civil.ge
ავღანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 28 ქართველი სამხედრო საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 ივლისის განცხადებით, 28 ქართველ სამხედროს, რომლებიც ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში როტაციის პრინციპით მსახურობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამინისტროს თქმით, „ინფიცირების წყარო ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება“. თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა …