civil.ge
მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს
ათზე მეტ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში მთავრობის ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებებს აპროტესტებს. კოალიციის თქმით, ცვლილებათა პროექტი მედიის „გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს“ შეიცავს და მისი მიღება მედიაგარემოს „უდიდეს ზიანს“ მიაყენებს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პირველ ივლისს ინიცირებული ცვლილების მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად …