civil.ge
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო 6 ივლისს საქართველოს სტუმრობს. იგი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დროს ჩამოვიდა. უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უნგრეთი „არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი“. მან მადლობა გადაუხადა პიტერ სიიარტოს საქართველოს ევროპული და …