Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: ივნისში ინფლაციის დონე 6.1% იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის დონე 6.1% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ინფლაციის დონემ -1.4% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13.6%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (7.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (8.6%-იანი კლება).

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (4.8%-იანი კლება); ტრანსპორტი (3.4%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (5.6%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (2.2%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button