civil.ge
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 2 ივლისს გამართულს ხდომაზე 94 ხმით ერთის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიღება კანონმდებლობის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ოპოზიციური პარტიები - ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და ქართული ოცნების სხვა წევრების – ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილისა და დავით მათიკაშვილის მიერ იყო ინიცირებული. ირაკლი კობახიძემ 2 …