civil.ge
ევროპის მოამბე – 2 ივლისი
🇷🇺 ევროპული პრესა რუსეთში მომხდარ ამბავს საკმაო ყურადღებას უთმობს. პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით მოწყობილ საყოველთაო კენჭისყრაში მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა (თუ „მხარი დაუჭირა“, რას გაიგებ...) წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კანტიკუნტად შემორჩენილმა ოპოზიციამ რეფერენდუმს უკანონო და ყალბი უძახა. ისკიარა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 7,196 მოქალაქეს მიუმართავს, წესები დაირღვაო, მაგრამ კომისიას მათი ერთი საჩივარიც არ ჩაუგდია განხილვის ღირსად. თანაც, …