Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

გერმანელი მეცნიერები გორის მიწისძვრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

გაზ. ერთობა, 1920 წლის 2 ივლისი, N147

გერმანელი მეცნიერები გორის მიწის ძვრის გამო

საქართველოს მთავრობის ბერლინელმა წარმომადგენელმა შემდეგი შინაარსის ადრესი მიიღო მაისის 17-ს გერმანელ მეცნიერთა ერთა ჯგუფისგან:

მის აღმატებულებას ბ-ნ საქართველოს რესპუბლიკის ელჩს დოქტორ ვლადიმერ ახმეტელაშვილს. ბერლინში.

თქვენო აღმატებულებავ! იმ საშინელმა უბედურებამ, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის 22-23 რიცხვებში თავს დასტყდომია საქართველოს, მხურვალე თანაგრძნობა გამოიწვია ქართველი ერისადმი გერმანიის ხალხში. გულმწუხარეთ მოვისმინეთ ჩვენ ის ცნობა, რომელიც შვიდ აპრილს თქვენდამი რწმუნებული საელჩოს ატაშემ ბატონმა ფილოსოფიის დოქტორმა  კონსტანტინე გამსახურდიამ მოგვაწვდინა საქართველოს ძველი კულტურული ქალაქის გორისა და ქართლის პროვინციის მიწის ძვრით დაზარალების შესახებ.

სამწუხაროთ, ჩვენი ერის დღევანდელი მდგომარეობა ნებას არ გვაძლევს საქმიანი მაშველი ხელი გაუწოდოთ საქართველოს ერს ამ უბედურ შემთხვევაში, როგორც ეს გერმანიამ მესსინის კატასტროფის დროს ჰქნა, მაგრამ ჩვენ ვისწრაფით ჩვენი გულის წუხილი და თანაგრძნობა გაუზიაროთ თქვენს აღმატებულებას.

თანაც ღრმათ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი, მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ათასგვარ ჯავრის მნახველი და გადამტანი, ახალ სულიერ ძალებს მოიკრებს ამ ახალი ტანჯვისა და უბედურების წიაღიდან და გაორკეცებულის ენერგიით განაგრძობს იმ კულტურულ და პოლიტიკურ აღმშენებლობას, რომლის სახელითაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში იბრძოდა და იღწვდოდა იგი.

მიიღეთ თქვენო აღმატებულებავ ჩვენი თანაგრძნობა და პატივისცემა.

ხელს აწერენ:

პროფესორი, დოქტორი ჰეინრიც ბრანდერბურგი – რექტორი ლეიპციგის უნივერსიტეტისა

პროფესორი, დოქტორი ვახ. რიჰხარდ შმიტი

პროფესორი, დოქტორი ალტაუსი

პროფესორი, დოქტორი ვიქტორ ერენბერგი,

პროფესორი, დოქტორი მატაისი

რაიხსგერიხტსრატი მ. რაიხელტი

რაიხსგერიხტსრატი მ. როგენტოლი

ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი

პროფესორი, დოქტორი კ. ენგლერდერი

პრივატდოცენტი ერიხ შულცე

დოქტორი, ფონ რა-ტი

როლფ. დოქტორი, პ. გელიჩი,

ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი, მინისტრი იაჰანესნოი ჰუსი

ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მაკელაინი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი ფელიქს ჰოლდანცი

მსგავსი/Related

Back to top button