civil.ge
არასამთავრობოები სოფო კილაძის საკითხზე გერმანიის ელჩის პოზიციას ეხმაურებიან
45 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია 29 ივნისს გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს გამოეხმაურა, რომელმაც უფლებადამცველი ორგანიზაციები გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურის შესახებ გაგზავნილი წერილისათვის გააკრიტიკა. ორგანიზაციების თქმით, მათ აკვირვებთ ელჩის შეფასება, „როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს“. „მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას“, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ელჩის პასუხად, …