civil.ge
პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემაზე საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურებიან
საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე 117-ი ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები, რომლებზეც მმართველი პარტია ქართული ოცნება და ოპოზიცია 8 მარტს შეთანხმდნენ, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კენჭისყრაში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს არ მიუღიათ. მთავარი ოპოზიციური პარტიები შესწორებებისათვის ხმის მიცემის წინაპირობად …