civil.ge
ართვინში, შავშეთსა და არდაგანში საქართველოს ხელისუფლების გავლენა განმტკიცდა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 ივნისი, N144 არდაგან-ართვინი არდაგან-შავშეთ-ართვინში მოგზაურობიდან დაბრუნდა დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე, რომელმაც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს ოლქში არსებულ განყოფილების შესახებ შემდეგი განაცხადა: არდაგანის ოლქში, სთქვა ანჯაფარიძე,. პოლიტიკური მდგომარეობა მტკიცეა. მთავრობის წარმომადგენლებს და ჯარს მცხოვრებლები ნდობით უყურებენ, ვინაიდან მათში ხალხის ინტერესების დამცველებს ხედავენ. მცხოვრებლები შარშანდელ მოუსავლიანობის გამო სურსათის ნაკლებობას …