civil.ge
TI საქართველო ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის ეფექტურობას აფასებს
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში არსებულ ხარვეზებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო …