civil.ge
აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ამერიკული საზღვაო სამხედრო ხომალდი - „პორტერი“ 23 ივნისს ბათუმის პორტში შევიდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობას“. „ბოლო რამდენიმე წელია, „პორტერი“ რეგულარულად მუშაობს შავ ზღვაზე, რაც რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ ჩვენი უცვლელი ერთგულების დასტურია“, - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, ქრეგ ტრენტმა. …