civil.ge
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს ტოვებს და მიზეზად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწყებულ „ბინძურ პიარკამპანიას“ ასახელებს. 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული „პიარკამპანიის“ მიზანი იმ ბრძოლის „გაუფასურებაა“, რომელიც მას ორი წლის განმავლობაში ე.წ. სასამართლო კლანის წინააღმდეგ ჰქონდა. მისივე განმარტებით, …