რესპუბლიკის ამბები

თფილისის მცხოვრებლები ღარიბ თანამოქალაქეებს ეხმარებიან

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ივლისი, N139

ახალი ამბები

სოციალური დახმარება

მცხოვრებთა სოციალური დახმარების თფილისის ცენტრალურმა საზოგადოებამ დაადგინა ყოველთვიურად 26 რიცხვში ღარიბთა სასარგებლოდ ფულის შეკრება გამართოს. ამ დღისათვის გამოვა გაზეთი სათაურით „სოციალური დახმარება“. მოწყობილი იქნება ყულაბებით ფულის შეკრება და დაწესებულებათა ხელმოსაწერ ფურცლებით დავლა, საღამოობით კონცერტები გაიმართება, რომლის წმინდა შემოსავალი სოციალური დახმარების ცენტრალურ საზოგადოების კასაში შევა.

მსგავსი/Related

Back to top button