civil.ge
პოლიტიკური დიალოგის შუამავლები მხარეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებენ 
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგში შუამავლის როლს ასრულებენ, 19 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა პირველი მოსმენით 21 ივნისს გაიმართება. …