civil.ge
თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს. პოსტზე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ჭუმბურიძე შეცვალა, რომელიც ეროვნულ გვარდიას 2017 წლიდან მეთაურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოსტზე დანიშვნამდე რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. ასევე, სხვადასხვა დროს, მას თავდაცვის ძალებში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, J2 დაზვერვისა …