civil.ge
აჯანყებულ ოსებს კავკასიელი ბოლშევიკები მხარდაჭერას უცხადებენ
გაზ. ერთობა, 1920 წლის 18 ივნისი, N135 ოსების აჯანყება და ჩრდილო კავკასიელი კომუნისტები კავკავის კომუნისტების გაზეთი „სალდატ. რევოლიუციის“ 4 ივნისის ნომერი სხვათა შორის შემდეგსა სწერს: „აჯანყება რომლის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვწერდით, ფართოვდება და ფეხს იკიდებს. სამხრეთ ოსეთის პროლეტარიატი ემზადება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადოს ქართველ ჯალათებს - ჟორდანიას მთავრობას. როდესაც განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღები შეიჭრენ ჩრდილოეთიდან სამხრეთ …