Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

აჯანყებულ ოსებს კავკასიელი ბოლშევიკები მხარდაჭერას უცხადებენ

გაზ. ერთობა, 1920 წლის 18 ივნისი, N135

ოსების აჯანყება და ჩრდილო კავკასიელი კომუნისტები

კავკავის კომუნისტების გაზეთი „სალდატ. რევოლიუციის“ 4 ივნისის ნომერი სხვათა შორის შემდეგსა სწერს: „აჯანყება რომლის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვწერდით, ფართოვდება და ფეხს იკიდებს. სამხრეთ ოსეთის პროლეტარიატი ემზადება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადოს ქართველ ჯალათებს – ჟორდანიას მთავრობას.

როდესაც განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღები შეიჭრენ ჩრდილოეთიდან სამხრეთ ოსეთში, მშრომელი მთის ოსებმა გამოაცხადეს თავიანთ ქვეყანაში საბჭოთა მთავრობა. მიმართავენ რა რუსეთის საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელებს, სამხრეთ ოსეთის ყრილობის წარმომადგენლები, პროტესტს აცხადებენ, რომ ისინი ძალით შეუერთეს ბიუროკრატიული რუსეთის ნაბუშარ სოციალ-გამყიდველების საქართველოს რესპუბლიკას. მთას ესმის ეს ხმა, ესმით გამხეცებულ მენშევიკების კბილის კრაჭუნი და წინასწარვე გრძნობენ, რომ დაკოჟებული ხელები რუსეთის პროლეტარიატის, მიეშველება მათ“.

ასე „იცავენ“ და „ასრულებენ“ მოსკოვში საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას ჩრდილო კავკასიის კომუნისტები!…

ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი?…

მსგავსი/Related

Back to top button