civil.ge
გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსები ეხმიანებიან
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანისა და კრეატიული დირექტორის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე პოლიტიკოსების მოსაზრებებს გთავაზობთ. მმართველი გუნდი არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების, მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. …