civil.ge
დამფუძნებელი კრება ევროპაში ქართული კულტურის შესახებ პროპაგანდას იწყებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 ივნისი, N129 დამფუძნებელ კრებაში საპროპაგანდო კომისია. ოთხშაბათს, 9 ივნისს, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის კაბინეტში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით შესდგა კერძო თათბირი, რომელიც მოწვეული იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის და საპროპაგანდო კომისიის მიერ. თათბირს დაესწრენ სამეცნიერო დაწესებულებათა, ხელოვნების და კულტურულ განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლები, ფრაქციის ლიდერები და დამფუძნებელი კრების წევრნი. საქართველოს საზღვარ გარეთის დელეგაციის …