civil.ge
საქართველო რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა 44 საქმე გამოიძიეს, რომლებიც რელიგიურ დისკრიმინაციასთან სავარაუდოდ დაკავშირებულ დანაშაულებს მოიცავდა, მათ შორის იყო „რელიგიური რიტუალების ჩატარებაში უკანონო ჩარევა, დევნა და ქონების დაზიანება/განადგურება“. ამავე მონაცემებით, სახალხო …