რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა ჯანდაცვის დეპარტამენტს ქმნის

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 ივნისი, N129

ჯანმრთელობის დეპარტამენტი

[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში ჯანდაცვის სფერო დიდწილად დეცეტრალიზირებული იყო. ამბულატორიათა სისტემას ქმნიდა ადგილობრივი თვითმმართველობები – სამაზრო ერობები და საქალაქო თვითმმართველობები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, მთლიანად ჯანდაცვის სფეროს პასუხისმგებელი და მაკოორდინებელი სახელმწიფო ინსტიტუტი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].

განზრახულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჯანმრთელობის დეპარტამენტი დაარსონ. შესაფერ კანონ-პროექტს ჯანმრთელობის და საბიუჯეტო კომისიები უკვე იხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხედულებით ახალი დეპარტამენტი უნდა იქნეს ის ცენტრალური დაწესებულება, სადაც შეიკრიბება მთელი მედიკოსანიტარული ხასიათის საქმეები.

განზრახულია ასეთი დეპარტამენტი ამ თვეში დაარსდეს.

მსგავსი/Related

Back to top button