civil.ge
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 165.4 მლნ აშშ დოლარი იყო
„საქსტატის“ მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია. „შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“, - აღნიშნა „საქსტატმა“. 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი …