Placeholder canvas
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 165.4 მლნ აშშ დოლარი იყო

„საქსტატის“ მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.

„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“, – აღნიშნა „საქსტატმა“.

2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა – 73.1 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები – 28.1 მლნ აშშ დოლარით; პანამა – 19.6 მლნ აშშ დოლარით; დანია – 11.6 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდები – 11.2 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 11.1 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 10.8 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატი. საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით. 

2020 წლის პირველ  კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 94.9 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო. მას მოჰყვება უძრავი ქონების სექტორი – 34 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 15.8 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 12.8 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა– 10.4 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 7.7 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტის სფერო – 6.4 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 4.5 მლნ აშშ დოლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 3.5 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button