civil.ge
სოხუმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ივნისს მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტზე თბილისმა მყისვე აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გაააქტიურა ე.წ. ცხელი ხაზი. სუს-ის განცხადებით, მომხდარზე ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც. „საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს …