რესპუბლიკის ამბები

მიწადმოქმედების სამინისტრო უფასო სამეურნეო კურსებს იწყებს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 8 ივნისი, N126

ახალი ამბები

სასოფლო სამეურნეო განათლება.

მიწათ მოქმედების სამინისტრომ შეიმუშავა ორ თვიანი კურსების დებულების პროექტი, სადაც შეისწავლიან რძის მეურნეობას, მესაქონლეობას, საქონლის გამოკვების საკითხებს. პროექტის თანახმად დროებითი კურსები მოეწყობა 20 ივნისიდან 30 მარიამობის თვემდე.

კურსების მიზანია მესაქონლეობის და რძის მეურნეობის განვითარებისათვის ინსტრუქტორების და ტეხნიკების მომზადება, და წვრილ მესაკუთრეთა კადრის შექმნა, რომელნიც შეგნებულად იმუშავებენ თავის მამულებში.

მსმენელები მიიღებენ საფუძვლიან ცნობებს რძის მეურნეობის და მესაქონლეობის დარგში. გარდა ამისა, მიიღებენ მცირე ცნობებს ვეტერინარიაში.

კურსებზე მიიღებენ მსმენელებად ორივე სქესის პირები არა ნაკლებ 16 წლისა, საერთო განათლებით აღჭურვილნი, სახელდობრ, 3-4 კლასიანები. სწავლა კურსებზე უფასოა. მსმენელებს და მასწავლებლებს მიეცემათ ბინები.

მსგავსი/Related

Back to top button