civil.ge
არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას სომხეთს კოვიდ-19-თან გამკლავებაში დაეხმაროს
ათმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მეზობელ სომხეთს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, უფლებადამცველთა ჯგუფი ხელისუფლებას, სომხეთის მიმართ სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთების გამოჩენისკენ მოუწოდებს, რაც, მათივე შეფასებით, სანაცვლოდ, რეგიონში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო ერთობლივი ღონისძიებებისთვის საფუძველს შექმნის. ვინაიდან საქართველომ „წარმატებით“ მოახერხა ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის მართვა, არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ …