civil.ge
დამფუძნებელმა კრებამ რესპუბლიკიდან საისტორიო და ძვირფასი ნივთების გატანა აკრძალა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 ივნისი, N124 დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა 1.აკრძალულია საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების მინისტრის ნებადაურთველად ყოველგვარი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთებისა. შენიშვნა: ამგვარ ნივთებს შეადგენს: 1) ყოველგვარი მიწაში და სასაფლაოებში ნაპოვნი ნივთები ლითონებისა, ძვლისა, თიხისა, მინისა და ხისა, 2) ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და …