civil.ge
მთავრობამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს მთავრობამ 4 ივნისს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებია შეჯამებული. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ქვეყანაში ვირუსის შემოტანის „მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები კოვიდ-19-ის გავრცელების დასაყწისშივე დააწესა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან საქართველოს 12 720 მოქალაქე ჩამოიყვანეს. დოკუმენტის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 …