ახალი ამბები

სუს-მა „რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო „პირთა ჯგუფებისა“ და „რიგი მოქალაქეების“ მიმართ, რომლებიც ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ „ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას“ ცდილობენ.

უწყების მიერ 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პირები, იჭრებიან სახელმწიფოსა და ხელისუფლების კომპეტენციის საკითხებში, „პატრიოტული მოტივების“ გამოყენებით „ეროვნული მტრობის“ ჩამოგდებას ცდილობენ და ორ ეთნოსს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას „აშკარა საფრთხეს“ უქმნიან.

სუს-ისვე განმარტებით, ისინი თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს  ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საქართველოს სხვა მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით უპირეტესობა ენიჭებათ, რაც „უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button