civil.ge
საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ხორციელდება. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს საკუთარი [სამხედრო] ძალები და ნება დართოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას“ - დაწერა ორტაგუსმა Twitter-ზე 29 მაისს …