civil.ge
საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს სესხს მიიღებს
ფინანსთა სამინისტროს მიერ 28 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო გერმანიის მთავრობისგან კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის 90 მლნ ევროს ოდენობის სესხს მიიღებს. სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მე-3 პროგრამის“ ფარგლებში, სასესხო შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KWF) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ფაიგელმა ხელი უკვე მოაწერეს. …