ახალი ამბები

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და „მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ დასახმარებლად საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა.

„საქართველოს, [როგორც] მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის ­ჯანდაცვა და ეკონომიკა კოვიდ-19-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა“, თქვა ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და დასძინა, „ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში“.

სესხი აზიის განვითარების ბანკის „ანტიციკლური დახმარების პროგრამის კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოფციის (CPRO)“ საშუალებით არის დაფინანსებული და ის მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით, მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება.

აღნიშნული მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350 000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250 000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, ასევე 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

სესხი ასევე მოხმარდება პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენა სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის, მდედრობით სქესის წარმომადგენლებისთვის. აგრეთვე, გაიცემა ფულადი დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და ბავშვებზე.

„მთავრობის საგადასახადო და საკრედიტო სუბსიდირების გეგმის მონაწილე 6000-მდე ტურისტული და სასტუმრო ბიზნესიდან ერთ მესამედზე მეტი ქალების საკუთრებაშია, ან ქალების მიერაა მართული“, – დასძენენ აზიის განვითარების ბანკში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button