civil.ge
თბილისი სადამკვირვებლო ფრენების შესახებ რუსეთის შეთავაზებას აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზოლში სადამკვირვებლო ფრენების შესახებ მოსკოვის განცხადებას უპასუხა და მას „ცინიკური“ უწოდა. საგარეო უწყებისვე თქმით, რუსეთი შეთანხმების „პოლიტიკური მიზნებისთვის“ გამოყენებას ცდილობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთი აგრძელებს „უშედეგო მცდელობებს“, რომ ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის „ერთგვარ ინსტრუმენტად“ …