რესპუბლიკის ამბები

ოკუპირებულ ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 მაისი, N117

ბათომი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმში იდღესასწაულეს საელჩოშო საზეიმო მიღებით.

საელჩო ინახულეს ქართველ მუსულმანთა ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარემ მემედ-ბეგ აბაშიძემ, სომეხთა მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ხატისოვმა, მოძმე კათოლიკეთა თავმჯდომარემ, პონტიის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარემ, სომხეთის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარემ, პოლონეთის ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარე,  ელჩებმა: პოლონეთის, სომხეთის, სომხეთის საქველმოქმედო საზოგადოების, ჩვენი ადგილობრივი საზოგადო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მიულოცეს აგრეთვე მრავალმა მოქალაქეებმა.

მსგავსი/Related

Back to top button