რესპუბლიკის ამბები

აბაშამ მიწისძვრით დაზარალებულ გორს 46 381 მანეთი შეუგროვა

გაზეთი „ერთობა,“ N116, 26 მაისი, 1920 წ.

გორის ფონდი

გვაქვს პატივი ამასთან ერთად წარმოგიდგინოთ გორის მაზრაში დაზარალებულთა სასარგებლოთ კვათანის თემში შეგროვილი ორმოც და ექვსი ათას სამას ოთხმოცდა ერთი (46,381) მანეთი.

შემოვიდა: 1. დ. აბაშიდან სია N1, 12-ის თანახმად 24580 მან. 2. სოფ. კვათანიდან სია N8 – 3,580 მ. 3. ს. ნოღო-ხაშიდან – N3 – 2761 მან. 4. სოფ. საკაჭარაოდან – N2 – 2770 მან. 5. ს. მაცხოვრის კარიდან – N5 – 3,252 6. ს. კაპანიდან – N4 – 1 536 მან. 7. სოფ. საგვაზაოდან – N6 – 1,141 მან. 8. სოფ. საბუკუჩაოდან – N10 – 775 მან. 9. გადაიდო კვათანის ერობის მიერ სხვადასხვა შემოსავლებიდან 3 871 მან. 10. აბაშის უმაღლეს დაწყებით სასწავლებლის გამგისაგან ვ. სამშეიშვილის მიერ 6 მარტს გამართულ საცეკვაო საღამოდან შემოსული 2,115 მ. სულ 46,381 მან.*)

გორის მაზრაში მიწის ძვრისაგან დაზარალებულთა დამხმარე კვათანის თემის კომიტეტის თავმჯდომარე: ვ. ჩიქოვანი. მდივანი ვ. მხეიძე.


*(ფული მივიღეთ.

რედ.

მსგავსი/Related

Back to top button