civil.ge
საქართველო მიესალმება აშშ-ის პოზიციას „ღია ცის“ ხელშეკრულების სავარაუდო დატოვებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 23 მაისს რუსეთის მხრიდან „ღია ცის“ ხელშეკრულების დარღვევის გამო შეთანხმებიდან შესაძლო გასვლაზე აშშ-ის პოზიციას მიესალმა. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „მჭიდრო კომუნიკაციაშია“ აშშ-თან და ხელშეკრულების ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებთან, რათა განსაზღვროს, როგორ გაარძელებს ქვეყანა ხელშეკრულებაში მონაწილეობას. მინისტრის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა შეთანხმების განსხვავებულ ინტერპრეტაციას მიჰყო ხელი და 2010 წლიდან …