civil.ge
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. მის ფუნქციაში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენლობაც შევა. 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გამოცდილება „უაღრესად მნიშვნელოვანი“ იქნება, რადგანაც მას მუდმივად იმ საკითხებთან, მათ შორის კონფლიქტებთან, ჰქონდა შეხება, რომლებიც ეუთოსა და საერთაშორისო …