პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

22 მაისის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ, „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახლადმიღებული კანონის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს, „ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით“, შეეძლებათ საკულტო ნაგებობის მიმდებარე ტყის ფართობი (არაუმეტეს 20 ჰექტრისა) საკუთრებად გადაიფორმონ. … ვრცლად პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა