ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ უწყების აწ უკვე ყოფილი პრესსპიკერი ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. მან ამ თანამდეობაზე მიხეილ ნინუა შეცვალა, რომელმაც პოსტი 8 მაისს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღეს გამართულ ბრფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიხეილ ნინიუას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხა და თქვა, რომ ვლადიმერ კონსტანტინიდი მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას წარმატებით გააგრძელებს.

ვლადიმერ კონსტატინიდი წარსულში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2005-2008 წლებში მას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულის, ასევე ისრაელში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობი ეკავა. 2009-2012 წლებში იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო კვიპროსის რესპუბლიკაში. 2012-2017 წლებში კონსტანტინიდი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც თანამდებობას იკავებდა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ოკეანეთში. 2018-2020 წლებში კი -იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button