civil.ge
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ რეკომენდაციები მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა 19 მაისს რეკომენდაციები მიიღეს, რომლის მიზანიც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელ მეზობლებთან - საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ბელარუსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ახალი კურსის შემუშავებაა. 20 მაისით დათარიღებული პრესრელიზის თანახმად, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა ინკლუზიურ პროექტად დარჩეს“. იმავდროულად, კომიტეტის წევრებმა „ევროკავშირს გაფართოებული დიალოგისკენ“ მოუწოდეს იმ ქვეყნებთან, …