Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-აპრილში

„საქსტატის“ მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით შემცირდა და 3.46 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით, 11.9%–ით შემცირდა და 1 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 11.8%-ით შემცირდა და 2.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 1.46 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარ-აპრილში 469.3 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა 395.7 მლნ, 367 მლნ, 346.1 მლნ და 174 მლნ აშშ დოლარით.

145.2 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია. შემდეგ მოდის: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქეთი 135.5 მლნ, 125.6 მლნ, 111.6 მლნ და 63.3 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ 406 მლნ, 270.1 მლნ, 221.8 მლნ, 210.6 მლნ და 129.5 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის იანვარ-აპრილში 215.7 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 134.8 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები –  91.8 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 55.5 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 37.3 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 36.5 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 31.9 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 31.3 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 29.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები –28 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 309 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარ-აპრილში 186.1 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 171.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 166.1 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 157.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 110.6 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 50.7 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 30.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 27.4 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 23.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.5 მლრდ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button