ჩვენი ომის თავდაცვითი ხასიათი
გაზ. ერთობა, 1920 წლის 20 მაისი, N112 საბჭოთა რუსეთთან საქართველოს ზავი აქვს ჩამოგდებული, მაგრამ ამავე დროს ადერბაიჯანის მხრიდან მის საზღვრებს აწვებიან იმავე საბჭოთა რუსეთის ჯარები. ჩვენ აქამდის არ ვიცით როგორ უყურებენ ცენტრში ადგილობრივ ბოლშევიკების მოქმედებას. ამიტომ ჩვენი რესპუბლიკა მოვალეა მუდამ მზათ იყოს თავის საზღვრების დასაცველად. სანამ თავიდან არ აგვცილდება საზოგადოთ „ბალშევიკური საფრთხე“, ე.ი. სანამ მოსკოვის …