Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

18 მაისი, 1920 წ. გენშტაბის ცნობა: ჩვენი ჯარი წინ მიიწევს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 მაისი, N110

სამხედრო ცნობა

ტფილისი, 18 მაისი.

რესპუბლიკის გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა

ყაზახის მიმართულებით მაისის 17-ს ჩვენი ნაწილები მთელ ფრონტზე წინ მიიწევდენ მათ არსად არ შეხვედრიათ მტრის ძლიერი წინააღმდეგობა გარდა კაკილის მთისა, რომელიც ჩვენებმა ბრძოლით დაიკავეს. მტრის დიდი კოლონა, რომელიც ყაზახის მხრივ აქსტაფის შარა გზით ჩვენსკენ მოდიოდა. მტკვრის მარცხენა ნაპირიდან სისწორით ნასროლ არტილერიის ცეცხლით გავფანტეთ და პანიკა მოცული უკუვაქციეთ. მტერმა ბრძოლის ველზე დასტოვა დაჭრილ-დახოცილნი და „პოვოზკები“. რამდენიმე მიმართულებაზე გამოჩნდენ მოწინააღმდეგის მხრიდან ჩვენ მხარზე გადმოსული გამოქცეულნი, რომელნიც აცხადებენ, რომ მათ ქართველებთან ომი არა სურთ. სხვა ფრონტებზე სიწყნარეა.

მსგავსი/Related

Back to top button