ახალი ამბები

პარლამენტში ოთარ ჩრდილელი ზურაბ ხაჩიძემ შეცვალა

პარლამენტში 23 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა  82 ხმით ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი დეპუტატის ოთარ ჩრდილელის ადგილზე ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს.

პარლამენტმა ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილ დეპუტატს ოთარ ჩრდილელს, დეპუტატის უფლებამოსილება 19 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყვიტა.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატზე უარი გასული წლის დეკემბერში თქვა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის მიმართ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხაობა დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button