civil.ge
12 მაისი, 1920 წ. – ბოლშევიკები ხრამის ხეობიდან გავრეკეთ, დევნა გრძელდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 მაისი, N105 სამხედრო ცნობა ტფილისი, 12 მაისი. გენერალური შტაბის ცნობა 12 მაისს დილის 5 საათზე ჩვენი ნაწილების გმირული შეტევით მტერი მის მიერ დაკავებულ პოზიციებიდან გავრეკეთ. ჩენ დავიჭირეთ ხრამის ხიდი და მის გარშემო მდებარე სიმაღლეები. მტრის დევნა გრძელდება. სხვა ფრონტებზე სიწყნარეა.