civil.ge
11 მაისიდან დედაქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება და მიმოსვლა სრულად აღდგება. მისივე თქმით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი. პრემიერის თქმით, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანშიც, 18 მაისს კი - მარნეულში. გახარიამ იქვე …