civil.ge
გენერალური შტაბის ცნობა, 1920 წლის 6 მაისი: წითელ ხიდთან ბრძოლა გრძელდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 მაისი, N100 სამხედრო ცნობები გენერალური შტაბის ოპერატიული ცნობები. 6 მაისი, 1920 წელი. ქ. ტფილისი გაგრის, ბათუმის (ხულოს), არდაგანის ფრონტებზე არავითარი ცვლილება არ მომხდარა.ფოილოს რაიონში სიმშვიდეა.ხრამის ხიდთან (წითელ ხიდთან) ბრძოლა გრძელდება. მოწინააღმდეგეს მიემატნენ შესამჩნევი ძალები.ყაზბეგის და როკის ფრონტებზე სიმშვიდეა.