civil.ge
ეპიდემიოლოგები ვირუსის გადაცემის ინტენსივობის შემცირებაზე საუბრობენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია. მისი განმარტებით, ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გამოჯანსაღებული პაციენტების სტატისტიკაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი 4 მაისის მონაცემებით 0.89 იყო. ამასთან, მისივე თქმით, ბოლო 15 დღიან პერიოდში საშუალო ინდექსი 0.97-ის, 30 დღიან …